მანჯგალაძემ და არნომ აფხაზეთის საკითხები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი მანჯგალაძემ და საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ჟან არნომ 5 ივნისს გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენები განიხილეს.


კერძოდ, საუბარი შეეხო ჟან არნოს სოხუმსა და მოსკოვში შემდგარი ვიზიტების შედეგებს, იტყობინება საგარეო უწყება.


შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ქართული მხარისათვის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს ადგილნაცვალ პირთა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version