ბურჯანაძე ოფიციალური ვიზიტით აშხაბადს ეწვევა

დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვევა, იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური.


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს თურქმენეთის პრეზიდენტთან გურბანგულ ბერდიმუხამედოვთან, თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარესთან აკჯა ნურბერდიევასთან, მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან რაშიდ მერედოვთან.


დელეგაცია საქართველოში 8 ივნისს დაბრუნდება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version