რუსეთ-საქართველოს შორის ვმო-ს თაობაზე მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა

რუსეთისა და საქართველოს დელეგაციებმა დღეს თბილისში რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების თაობაზე გამართულ მოლაპარაკებებზე ვერ შეძლეს რაიმე შეთანხმებისთვის მიეღწიათ. 


საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ კოვზირიძე 31 მაისს თბილისში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელს მაქსიმ მედვედკოვს შეხვდა, სადაც განიხილეს საქართველოს მოთხოვნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებსა და რუსეთს შორის საზღვრებზე არსებული ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ლეგალიზების თაობაზე.


მაქსიმ მედვედკოვმა მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვმო-შო გაწევრიანების მოლაპარაკებები და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებული საკითხები ”ორი სხვადასხვა რამ არის”.


დღევანდელ მოლაპარაკებებამდე მედვედკოვი აცხადებდა, რომ მოსკოვი მხოლოდ ვმო-ში გაწევრიანების შემდეგ შეძლებს ამ საკითხის მოგვარებას.


მან ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მხარეები ”შეთანხმდნენ განაგრძონ მოლაპარაკებები” და შემდეგი შეხვედრა ერთ თვეში ან თვენახევარში გაიმართება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version