კარასინმა და მანჯგალაძემ პუტინი-სააკაშვილის შეხვედრის მზადებაზე ისაუბრეს

რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა გრიგორი კარასინმა და გიორგი მანჯგალაძემ 30 მაისს ქართული მხარის ინიციატივით გამართულ სატელეფონო საუბარში პუტინი-სააკაშვილის ორმხრივი შეხვედრის საკითხი განიხილეს, აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


პრეზიდენტების შეხვედრა 10 ივნისს სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალური სამიტის ფარგლებში იგეგმება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version