რუსეთ-საქართველოს შორის ვმო-ს თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო

რუსეთისა და საქართველოს დელეგაციებმა დღეს თბილისში რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყეს. საქართველოს, როგორც ორგანიზაციის წევრს, აქვს უფლება რუსეთის გაწევრიანებას ვეტო დაადოს. 


რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი მაქსიმ მედვედკოვი, ხოლო საქართველოს დელეგაციას – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ კოვზირიძე.


რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების წინაპირობად საქართველო მოითხოვს, რომ მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებსა და რუსეთს შორის არსებული ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ლეგალიზება მოახდინოს და დაიწყოს მათი სრულფასოვანი ფუნქციონირება.


თუმცა, რუსული მხარე აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური მოთხოვნაა და ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებთან კავშირში არ არის. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version