სამხრეთ ოსეთის ლიდერი ცხინვალში რუსეთის ელჩს შეხვდა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი 29 მაისს ცხინვალში საქართველოში რუსეთის ელჩს ვიაჩესლავ კოვალენკოს შეხვდა, იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


”დიდ იმედებს ვამყარებთ რუსულ მხარეზე არსებული სიტუაციის მოგვარების პროცესში. ჩვენ გვაქვს რამდენიმე წინადადება არსებული, არცთუ ისე მარტივი სიტუაციის მოსაგვარებლად და გვინდა, რომ თქვენ, როგორც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, ხელი შეუწყოთ ამ წინადადების წინ წამოწევას,”- განაცხადა კოკოითმა მოლაპარაკებების დროს.


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მხარეებმა უნდა აღადგინონ მოლაპარაკებების პროცესი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რათა განმუხტონ კონფლქიტის ზონაში არსებული დაძაბული ვითარება.


”რა თქმა უნდა, ამ დაძაბულობის მთავარი მიზეზია ე.წ. ადმინისტრაციული ერთეული [დიმიტრი სანაკოევის ხელმძღვანელობით]… თუმცა, ნებისმიერი მცდელობა გახლიჩოს ოსური საზოგადოება ,საქართველოს ვერაფერ სიკეთეს ვერ მოუტანს,” – დასძინა კოკოითმა.


მისი თქმით, ცხინვალი კვლავ უჭერს მხარს კონფლიქტის მოგვარების სამეტაპიან მოდელს, რომელიც ითვალისწინებს ნდობის აღდგენას, ეკონომიკურ რეაბილიტაციას და მოლაპარაკებებს პოლიტიკურ საკითხებზე.


”ჩვენ არ გვჭირდება ესკალაცია და ომი, ჩვენ გვინდა წყნარად ვიცხოვროთ, ჩვენი ხალხის ნების გათვალისწინებით,”- დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version