სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების გეგმიური როტაცია მიმდინარეობს

21-25 მაისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდოებოების გეგმიური როტაცია განხორციელდება, იუწყება 20 მაისს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი შერეული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლის ვლადიმერ ივანოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით.


ამავე ცნობით, მანდატის შესაბამისად, 500 ახალი სამშვიდობო ჩაანაცვლებს ძველ კონტიგენტს.


”მძიმე ტექნიკა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შემოყვანილი არ იქნება,”- აცხადებს ივანოვი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version