ცხინვალის რეგიონში ინტენსიური სროლები დაფიქსირდა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 19 მაისს ინტენსიური სროლები დაფიქსირდა, რომლის დროსაც ნაღმტყორცნები და ყუმბარტყორცნები იქნა გამოყენებული, იტყობინებოდა ქართული და ოსური მედია.


სამხრეთ ოსეთის მხარის განცხადებით, სროლის შედეგად ცხინვალის ორი მაცხოვრებელი მსუბუქად დაშავდა.


მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს სროლებში, რომელსაც ადგილი ცხინვალის სამხრეთით და ქართულ სოფლებს ერგნეთსა და ქვემო ნიქოზს შორის არსებულ ტერიტორიაზე ჰქონდა.


ქართული მედიის ცნობით, ქართულ სოფლებში რამდენიმე სახლი დაზიანდა.  

ქართული მხარე ინციდენტს ”სიტუაციის ესკალაციად” აფასებს და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისაკენ მოუწოდებს.


”ქართული მხარე ყველა ღონეს იხმარს შეიარაღებული დაპირისპირების აღკვეთის მიზნით… იმავდროულად ვერ დაუშვებს ქმედებებს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ცხინვალის რეგიონის მკვიდრ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას,” – აცხადებს 20 მაისს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version