კარასინმა და არნომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაზე იმსჯელეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჟან არნომ აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხები განიხილეს 17 მაისს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე.


”გამოითქვა შეშფოთება კონფლიქტის ზონაში სიტუაციის არახელსაყრელი განვითარების თაობაზე, ნდობის აღდგენის მიმართულებით პროგრესის უქონლობაზე,”- იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 18 მაისს.


მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესში არსებული შეფერხების პირობებში მნიშვნელოვანია რუსი სამშვიდობოებისა და გაეროს დამკვირვებელთა თანამშრომლობა. ასევე მათ მიერ მიღებული ზომები ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ მოსკოვის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version