საქართველოს პრეზიდენტი იორდანიის სამეფოში მიემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იორდანიის სამეფოში მიემგზავრება, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.


პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილისა და იორდანიის მეფის აბდულა II იბნალ ჰუსეინის შეხვედრა. იგი ასევე შეხვდება ქუვეიტის პრემიერ-მინისტრს შეიხ ნასერ ალ მოჰამედ ალ აჰმად ალ საბას. 


19 მაისს მიხეილ სააკაშვილი ხორვატიის პრეზიდენტთან სტეპან მესიჯთან გამართავს შეხვედრას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version