ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია 182 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიამ  ლისის ტბის მიმდებარე 3.5 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია 182 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, სადაც საკურორტო და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.  


აუქციონი, რომელზეც საწყისი ფასიც 26.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, დღეს ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა.  


საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია, რომლის აქტივებიც 210 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (ბოლო შესყიდვამდე), აიღო ვალდებულება, რომ თანხას ერთი წლის ვადაში დაფარავს.


ეკონომიკის სამინისტროსთან გარიგების პირობების თანახმად, კომპანიამ მომდევნო ხუთი წლის მანძილზე სულ ცოტა 25 მილიონის ინვესტიცია უნდა განახორციელოს საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოწყობაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version