ბეჟუაშვილი სამხრეთ ოსეთში ”გარღვევაზე” საუბრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 16 მაისს ბრიუსელში რადიო ”თავისუფლებას” განუცხადა, რომ თბილისმა ”რა თქმა უნდა გარღვევას” მიაღწია მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ლიდერი დიმიტრი სანაკოევი გამოჩნდა.


”პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილმა სეპარატისტმა [სანაკოევი, რომელსაც სეპარატისტულ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობდა ეკავა] – რომელიც 1992-1993 წლებში ბარიკადის მეორე მხარეს იბრძოდა – განაცხადა ”საკმარისია”. [სანაკოევმა] მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა ადგილობრივ როგორც ქართველ, ისე ოს მოსახლეობაში, ” – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ბრიუსელს 14-16 მაისს სტუმრობდა, აღნიშნა, რომ სანაკოევი წარმოადგენს ოს მოსახლეობას, რომელსაც საკუთარი ”ხედვა” გააჩნია.


”თუ სანაკოევს [სამხრეთ ოსეთის სეპარატისტ ლიდერს ედუარდ] კოკოითს შეადარებთ – რომელიც რუსი ნაციონალისტების გარემოცვაში იმყოფება და რომელსაც არაფერი აქვს საერთო ოსეთთან ან ოსურ ეთნოსთან ან ოსეთის კულტურასთან – უფრო მეტ ლეგიტიმურობას დაინახავთ აქ, ვიდრე კოკოითში,” – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


მან ასევე დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თბილისი მზად არის ჩაერთოს კოკოითთან მოლაპარაკებებში, ეს უკანასკნელი უარს აცხადებს დიალოგზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version