ბათუმის რუსული სამხედრო ბაზა მორიგმა ეშელონმა დატოვა

46 ერთეული მუხლუხიანი გამწე “MT-LB”, გამწეების 2 კარკასი, 5 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი “BTR-80” და 200 ტონა ქვემეხის ჭურვები გაიტანეს ბათუმის რუსული სამხედრო ბაზიდან 15 მაისს.  35 ვაგონისგან შემდგარი ეშელონი აზერბაიჯანის გავლით რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.


17 მაისს ახალქალაქის რუსული ბაზიდან კიდევ ერთი კოლონის გასვლაა დაგეგმილი. 24 მაისს კი ერთდროულად ბათუმიდან ეშელონი, ხოლო ახალქალაქიდან მორიგი კოლონა გაემგზავრება.


საბოლოოდ რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის პროცესი 2008 წელს დასრულდება.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version