სააკაშვილი კრაკოვში ენერგოსამიტს დაესწრება

დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი პოლონეთში გაემგზავრება, სადაც 11-12 მაისს მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის ენერგოსამიტში, იტყობინება პრეზიდენტის პრესსამსახური.


წინასწარი ინფორმაციით, ენერგოსამიტში პოლონეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და უკრაინის პრეზიდენტები მიიღებენ მონაწილეობას.


სამიტზე ძირითადი განსახილველი საკითხი იქნება ენერგომოწოდების დივერსიფიკაცია, კერძოდ ცენტრალური აზიიდან და კასპიის ზღვის საბადოებიდან ენერგომატარებლების რუსეთის გვერდის ავლით ტრანსპორტირება ევროპაში საქართველოსა და უკრაინის გავლით.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version