ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება

ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე 6,5 კილომეტრიანი სიგრძის კოროზირებული მონაკვეთი შეკეთდება სტეფანწმინდის (ყოფილი ყაზბეგის) რაიონის არეალში. ამისათვის ფონდი ”ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოში” (ემ-სი-ჯი) 25 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს.


მაგისტრალური გაზსადენით რუსული გაზი საქართველოში შემოდის და შემდეგ სომხეთში მიედინება.  

გაზსადენის სარეაბილიტაციო მონაკვეთის განსაზღვრის მიზნით დღეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ემ-სი-ჯის წარმომადგენლები და ექსპერტები სტეფანწმინდაში გაემგზავრნენ.


ემ-სი-ჯის ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ღირებულებაა 44,5 მლნ აშშ დოლარი, ისევე მიმდინარეობს პირველ ეტაპზე დაწყებული 6 მონაკვეთის რეაბილიტაცია.


პროექტის მესამე ეტაპზე იგეგმება დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება სომხეთის საზღვართან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version