პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

პრეზიდენტი სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება, სადაც აქტუალური პოლიტიკური საკითხები და საკანომდებლო ინიციატივები განიხილება.


სავარაუდოდ, განიხილება კერძო საკუთრების დაცვის გარანტიების შესახებ მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი და ასევე საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის შესახებ ინიციატივა.  

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ კიდევ რა კონკრეტულ თემებზე გაამახვილებს პრეზიდენტი ყურადღებას დეპუტატებთან შეხვედრაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version