შამბა: სოხუმი თბილისთან თანასწორუფლებიანი მოლაპარაკებების მომხრეა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის შეხვედრას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ საუბარი თანასწორუფლებიან გარემოში წარიმართება.


12 აპრილს ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”ღია ეთერში” საუბრისას სერგეი შამბამ აფხაზეთისთვის ფართო ავტონომიის მინიჭების თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებებს ”ილუზია” უწოდა. 


”აფხაზეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ ქართული მხარე მზად არის ისაუბროს ჩვენთან, როგორც თანასწორ პარტნიორთან და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაზე. სხვანაირი საუბარი შეუძლებელია. ყველანაირი ილუზია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთთან შეიძლება ფართო ავტონომიური რესპუბლიკის თაობაზე საუბარი,  არარეალურია.”- განაცხადა სერგეი შამბამ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version