ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩამოდის

დღეს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის პრემიერმინისტრი კარიმ მასიმოვი ეწვევა, რომელიც ქართველ კოლეგასთან ზურაბ ნოღაიდელთან ერთად სტუმრობდა ბაქოს, სადაც 4 აპრილს აზერბაიჯანულ მხარესთან სამხრივი შეხვედრა გაიმართა.


 


5 აპრილს დაგეგმილია კარიმ მასიმოვის შეხვედრა ზურაბ ნოღაიდელთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან.



საქართველოს
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მოგვიანებით, დელეგაცია ფოთში დაათვალიერებს ფოთის საზღვაო პორტს, ქობულეთში ყაზახურ საინვესტიციო ობიექტებს, ბათუმში კი ნავთობტერმინალს, საზღვაოსავაჭრო ნავსადგურს და ზღვისპირა პარკს.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version