სააკაშვილი: საქართველოს ელიტარული ოფიცერთა კორპუსი ესაჭიროება

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტაქტო სამსახურში ხელფასების გაზრდის თაობაზე და ასევე 1000 კაცამდე გაიზრდება ოფიცერთა რაოდენობა.


ამის შესახებ პრეზიდენტმა ახლად შერჩეულ ოფიცერთა 162-კაციან შემადგენლობას თბილისში სამხედრო ქალაქის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე განუცხადა.

ვარკეთილის დასახლებაში სამხედრო ქალაქი, სადაც ოფიცრები უფასოდ მიიღებენ ბინებს, 180 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს და მისი მშენებლობა, სავარაუდოდ, ოთხ წელში დასრულდება. 


”ჩვენ გვჭირდება თანამედროვე, ნატოს სტანდარტების ახალი შეიარაღებული ძალები… ჩვენ გვჭირდება ხალხი, ვინც ჯერ ერთი, აითვისებს თანამედროვე ტექნიკას… მეორეც, ინტელექტუალები, რაც ნიშნავს იმას, რომ გადამწყვეტ სიტუაციაში, ბრძოლის ველზე თუნდაც იქ, სადაც ავტომატით გვიხდება ბრძოლა, პირველადმა მეთაურმა მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება სიტუაციის მიხედვით და ყოველთვის არ დაელოდოს ბრძანებას,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებში მსახურობენ ”სრულიად სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც უნდათ საკუთარი ქვეყნის დაცვა და მისი სიძლიერის განმტკიცება”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version