ზურაბ ნოღაიდელი ბაქოს სტუმრობს

დღეს, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებთან არტურ რასი-ზადესთან და კარიმ მასიმოვთან.


2 აპრილს თბილისში მყოფმა ყაზახეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა სერიკ ახმედოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთი გარანტიას იძლევა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედების შემდეგ ყოველწლიურად აღნიშნულ მარშრუტზე 10 მლნ ტონა ტვირთი მოიზიდოს.


ბაქოში ვიზიტისას ასევე დაგეგმილია  პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, იუწყება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.


ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, დეკემბრიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია ”აზერგაზი” საქართველოს დღე-ღამეში 1,3 მლნ კუბამეტრ ბუნებრივ აირს აწვდის, 1000 კუბამეტრს 120 აშშ დოლარად.


პრემიერ-მინისტრს ბაქოში თან ახლავს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური და ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ხეთაგური.


ბაქოში გამართულ შეხვედრებზე სავარაუდოდ, იმსჯელებენ საქართველოსთვის გაზის მოწოდების გაგრძელებაზე, ასევე ბაქო-თბილისი- ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტზე, რომლისთვისაც ადრე მიღწეული შეთანხმების მიხედვითლ აზერბაიჯანი საქართველოს 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობით 25-წლიან სესხს გამოუყოფს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version