ეროვნული ვალუტის ახალ ბანკნოტზე სოხუმის ხედია გამოსახული

დღეს ეროვნულ ბანკში გაიმართა ახალი 200-ლარიანი ბანკნოტის პრეზენტაცია, რომელზეც იკითხება  ქართული, აფხაზური და ინგლისური წარწერები. ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო  (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტი, უკანა მხარეს კი სოხუმის ხედი.


”შემთხვევითი არ არის, რომ ახალ 200–ლარიანზე გამოსახულია ქართველი და აფხაზი ხალხებისათვის ერთნაირად ძვირფასი აფხაზეთი. ქართველებსა და აფხაზებს საერთო კულტურული ფესვები გვაქვს. ქართული ფულის ნიშანზე აფხაზეთის ხედის დატანა იმის ნიშანია, რომ  აფხაზეთი ჩვენმა ხალხებმა ერთად უნდა ააშენონ და იქ გვერდიგვერდ მშვიდობიანად იცხოვრონ,”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ 31 მარტს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version