კარასინი შსკ-ს რუსული და სამხრეთ ოსური მხარეების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

29 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) რუსული და სამხრეთ ოსური მხარეების თანათავმჯდომარეებს იური პოპოვსა და ბორის ჩოჩიევს შეხვდა.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს 21-22 მარტს სტამბოლში გამართული შსკ-ს არაფორმალური შეხვედრის შედეგები და იმედი გამოთქვეს, რომ თბილისში დაგეგმილი პლენარული სხდომა ხელს შეუწყობს არსებულ ფორმატში მოლაპარაკებათა სრულფასოვან გაგრძელებას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version