ბაქოში აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაგრძელებაზე მოლაპარაკებები გაიმართება

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ხეთაგური 29 მარტს ბაქოში მიემგზავრება, სადაც აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებებს გამართავს აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაგრძელების თაობაზე.


ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგად გაირკვევა გაგრძელდება თუ არა მიმდინარე წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მოწოდებასთან დაკავშირებული სამთვიანი ხელშეკრულება, რომელიც დეკემბერში გაფორმდა და ვადა 1 აპრილს ეწურება.
 
ხელშეკრულების თანახმად, აზერბაიჯანიდან საქართველო დღე-ღამეში 1,3 მლნ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებს,  1000 კუბამეტრს 120 აშშ დოლარად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version