ბრიუსელში ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე იმსჯელებენ

დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება შეხვედრა 26+1 ფორმატში, სადაც იმსჯელებენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე, იუწყება საგარეო უწყება.


22 მარტს კი გაიმართება ”ინტენსიური დიალოგის” ფორმატით გათვალისწინებული კონსულტაცია პოლიტიკურ საკითხებზე.


ქართულ უწყებათაშორის დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე, ხოლო ნატოს მხარეს – გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონსი.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 23-25 მარტს გიორგი  მანჯგალაძე სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება ვენაში, სადაც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმილია კონსულტაციები ეუთოს წევრი სახელმწიფოების ელჩებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version