თბილისის ქუჩებში 70 ვიდეო-თვალი დამონტაჟდება

თბილისში საზოგადოებრივ თავშეყრის 70 წერტილში დამონტაჟდება სათვალთვალო კამერები მართლწესრიგის საჭიროებიდან გამომდინარე, თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის უსაფრთხო ქალაქად ქცევას.


პროექტის პრეზენტაცია დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოგა გრიგალაშვილმა გამართეს.


უგულავას განცხადებით, წლის ბოლომდე ქალაქის ყველა მნიშვნელოვან მაგისტრალსა და ადგილას დამონტაჟდება კამერები, რომლითაც გაკეთდება ვიდეო-ჩანაწერები. 


”გადავდივართ იმ ცივილიზებული ქალაქის სტანდარტზე, რომელიც არის მიღებული”, – აღნიშნა უგულავამ. 


გრიგალაშვილის განცხადებით, ერთიანი მართვის პუნქტიდან ყველა კამერის მეშვეობით მოხდება თვალთვალი და ადმინისტრაციული გადაცდომის დაფიქსირებისას, მძღოლებს საჯარიმო ქვითრები მიუვათ სახლში.


”უპირველესად მოხდება ფიქსირება ადმინისტრაციული დარღვევებისა თუ სისხლის სამართლის დანაშაულის, რაც იქნება უტყუარი მტკიცებულება საქმის შემდგომი წარმოებისთვის”, – განაცხადა გრიგალაშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version