შამბა: ნატოში წევრობა ქართული აგრესიის ალბათობას შეამცირებს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ საქართველოს პოტენციური წევრობა ნატოში ”აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას კიდევ უფრო გაართულებს, თუმცა დამატებით გარანტიებს მოგვანიჭებს იმ კუთხით, რომ [სამხედრო] აგრესია [აფხაზეთის წინააღმდეგ] ნაკლებად სავარაუდო გახდება”, – იტყობინება ”ინტერფაქსი” 17 მარტს. 


შამბას განცხადებით, რუსეთმა უნდა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, სანამ ჯერ კიდევ განიხილება კოსოვოს პრეცედენტი და სანამ საქართველო და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები შევლენ ნატოში.


”აფხაზეთი შესაძლოა გახდეს ერთადერთი ბუფერული სახელმწიფო რუსეთსა და ნატოს შორის რეგიონში”, – დასძინა შამბამ.


ანალოგიური განცხადები ”ინტერფაქსთან” ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც გააკეთა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version