პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა 15 მარტს იგეგმება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წლიური საანგარიშო მოხსენებით პარლამენტში 15 მარტს გამოვა, განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ დღეს ”სივილ ჯორჯიას”.


”პრეზიდენტის გამოსვლა 15 მარტს არის დაგეგმილი, თუ კოდორში განვითარებულმა მოვლენებმა რაიმე ცვლილება არ გამოიწვია”, – განაცხადა მაია ნადირაძემ.


მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში მისვლა ერთხელ უკვე გადაიდო 1-2 მარტს უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის გამო.


დღეს საღამოს იგეგმება საპარლამენტო უმრავლესობის პრეზიდენტთან შეხვედრა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version