საქართველომ სავიზო რეჟიმი კიდევ 6 სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის გაამარტივა

საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის ვიზა აღარ დასჭირდებათ არაბეთის გაერთიანებული ემირატების, ქუვეითის, სამხრეთ კორეის რესპუბლიკის, კატარის, ბაჰრეინის სამეფოს და ომანის სასულთნოს მოქალაქეებს.
             
ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა დღეს ერთხმად მიიღო, რაც მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანას.


მსგავსი სავიზო რეჟიმები საქართველომ დაუწესა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აშშ-ს, იაპონიის, კანადის, ისრაელის, შვეიცარიის, ისლანდიის, ნორვეგიის, ვატიკანის, სან-მარინოს, ლიხტენშტეინის და თურქეთის მოქალაქეებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version