პრეზიდენტი ცხინვალის რეგიონს სტუმრობდა

დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონას ეწვია, სადაც ქართული სოფლები მოინახულა.


სოფელ ქურთაში პრეზიდენტი სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს ისტორიის გაკვეთილი თავად ჩაუტარა. საქართველოს რუქის სამხრეთ ოსეთის ნაწილზე მითითებისას პრეზიდენტმა განაცხადა: ”აქ უნდა იყოს მხოლოდ მშვიდობა. ღმერთმა არ ქნას აქ ომები ვაწარმოოთ”.  


მისი თქმით, საქართველოს ოს და ქართველ მოქალაქეებს ბევრი საერთო აქვთ.


”გარედან როცა უყურებენ ჩვენს ქვეყანას ასე წარმოუდგენიათ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტერიტორია, არის ორი მტრული ბანაკი, რომელიც ერთმანეთს უპირისპირდება, ებრძვის, ეომება საუკუნეების განმავლობაში და ახლა უნდა მოვიდნენ და მოგვარიგონ… სიტუაცია სულ სხვანაირად არის. ჩვენ გვქონდა ბევრი სამარცხვინო ფაქტი  ჩვენი ერთობლივი ცხოვრების და ისტორიის, მაგრამ ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს, რაც გვაერთიანებს ამ რეგიონის მაცხოვრებელებს”, – განაცხადა 12 თებერვალს პრეზიდენტმა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version