თბილისში ახალი აეროპორტი გაიხსნა

აზერბაიჯანის და საქართველოს პრეზიდენტებმა, ასევე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა 7 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი გახსნეს, რომელიც თურქულმა კონსორციუმმა TAV-Urban-მა ააშენა.


”ეს ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტია ევროპაში. ორი წლის წლის მე პირობა დავდე, რომ გვექნებოდა ეს და ჩვენ შევასრულეთ ეს პირობა. ეს აეროპორტი ბევრად უკეთესია, ვიდრე აეროპორტი ბრიუსელში ან მიუნჰენში”, – განაცხადა პრეზიდენტმა აეროპორტის გახსნის ცერემონიაზე.


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თვითმფრინავი პირველი იყო, რომელიც ბაქოში ახალი აეროპორტიდან გაფრინდა.


კომპანია Tepe-Akfen-Vie (TAV)-მა, რომელიც თურქულ სამშენებლო ფირმა Urban-თან ითანამშრომლა, საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას 2005 წლის სექტემბერში მოაწერა ხელი. ხელშეკრულების თანახმად, თბილისის აეროპორტი TAV-ს 15 წლით მართვის უფლებით გადაეცა. ახალი ტერმინალის მშენებლობა თბილისში 2006 წლის იანვარში დაიწყო.


ახალი ტერმინალის საერთო ფართი 24 000 კვადრატურ მეტრს შეადგენს და მგზავრთა ჩასხდომის სამი პუნქტი აქვს. აეროპორტი 1500 მგზავრს მოემსახურება საათში.


TAV-ი ახალ აეროპორტს ბათუმშიც აშენებს. ორივე პროექტში თურქულმა კონსორციუმმა დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version