სააკაშვილი ზემო კოდორის ხეობას სტუმრობს

ქართული მედიის ცნობით, პრეზიდენტი სააკაშვილი 11 იანვარს ზემო აფხაზეთში ჩავიდა, სადაც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სხდომას დაესწრო.


აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა სექტემბერში თბილისიდან ზემო კოდორის ხეობაში გადავიდა.


პრეზიდენტი სააკაშვილი 27 სექტემბერს სოფელ ჩხალთაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის შტაბბინის გახსნის ცერემონიას დაესწრო, სადაც განაცხადა, რომ ზემო კოდორის ხეობა გახდება “აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის დროებითი ადმინისტრაციული ცენტრი“.


ამ გადაწყვეტილებამ მოსკოვის და სოხუმის შეშფოთება გამოიწვია. აფხაზური მხარის განცხადებით, ის მხოლოდ მას შემდეგ განაახლებს თბილისთან მოლაპარაკებებს, როცა ქართული მხარე კოდორიდან გაიყვანს თავის ძალებს და აფხაზეთის მთავრობას, რომელსაც სოხუმი “მარიონეტულს“ უწოდებს.          

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version