რუსეთმა საქართველოს გაზის ფასი შესაძლოა 230 აშშ დოლარამდე გაუზარდოს

რუსული სახელმწიფო კომპანია “გაზპრომი“ აპირებს 2007 წლიდან საქართველოსთვის მიწოდებულ 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე ფასი 230 აშშ დოლარამდე გაზარდოს, რაც ორჯერ უფრო მეტად აღმატება 2006 წლის ფასს –110 აშშ დოლარს, იტყობინება 2 ნოემბერს  “ინტერფაქსი“.


ამავე ცნობით, “გაზპრომში“ აცხადებენ, რომ ასეთი ციფრებია ასახული კომპანიის მიერ ქართული მხარისათვის გაგზავნილ წინადადებებში.


თუმცა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხეთაგურმა 2 ნოემბერს “სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ ქართულ მხარეს “გაზპრომის“ წინადადებები ჯერ არ მიუღია. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version