ბეჟუაშვილი: ცხინვალის რეგიონში სიტუაციის დაძაბვა ჩვენ ინტერესში არ შედის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ჯავის რაიონში ქართული “დივერსიული“ ჯგუფის ლიკვიდაციის შესახებ, როგორც ამას ცხინვალი იუწყება, თუმცა “დიდი ალბათობით მინდა გითხრათ, რომ ეს არის დეზინფორმაცია“.


სამხრეთ ოსური მხარე აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს, დილით სოფელ სინაგურთან მომხდარი შეიარაღებული შეტაკების შედეგად, ოსურმა მილიციამ 4 ქართველი გაანადგურა.


“რატომღაც ამ ბოლო დროს ჩნდება ასეთი დეზინფორმაციები. ვიღაცა ცდილობს  სიტუაციის დაძაბვას რეგიონში, ჩვენ ინტერესში ეს არ შედის“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა 31 ოქტომბერს ბაქოში გამგზავრების წინ, საიდანაც იგი მოსკოვს ეწვევა.


“ჩვენ ვაპირებთ ამ პრობლემების [კონფლიქტების] გადაწყვეტას მშვიდობიანად, ამის ყველა პერსპექტივა არის დღეს საერთაშორისო არენაზე და ჩვენ, ბუნებრივია, გვინდა რუსეთი გახდეს ერთ–ერთი პოზიტიური მოთამაშე ამ კონფლიქტების დარეგულირებაში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version