რაისმა და ლავროვმა საქართველოს შესახებ იმსჯელეს

21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.


შეხვედრის მთავარ თემებს შორის იყო ჩრდილოეთ კორეასთან და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემები, და ასევე სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, მათ შორის საქართველოს შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ჭრილში.


21 ოქტომბერს ასევე გაიმართა შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს დანიელ ფრიდსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის.


“მოლაპარაკებების დროს მთელი რიგი საკითხები იქნა განხილული… აშშ-ს ოფიციალურ წარმომადგენელს, მისი თხოვნის საფუძველზე, მიეწოდა ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული სიტუაციის და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივების თაობაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ 21 ოქტომბერს გამოქვეყნებულ საინფორმაციო შეტყობინებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version