რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოსკოვში სერგეი შამბას შეხვდა

13 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, კარასინმა და შამბამ განიხილეს აფხაზეთის კონფლიქტის საკითხი, მათ შორის აფხაზეთის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტის კონტექსტშიც.


“აღინიშნა, რომ აშშ–ს ხელისუფლების უარმა შამბასთვის ვიზის მიცემის თაობაზე არ მისცა უშიშროების საბჭოს წევრებს საშუალება მოესმინა აფხაზური მხარისათვის, რათა შექმნოდა დაბალანსებული წარმოდგენა კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციაზე“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


გაეროს უშიშროების საბჭო დღეს აფხაზეთის შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავს, რითაც გაეროს დამკვირვებელთა მისიას მანდატს 6 თვით გაუგრძელებს.

Exit mobile version