კარასინმა და ბრაიზამ მოსკოვში საქართველოს საკითხები განიხილეს

5 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზასთან, სადაც რუსეთ–საქართველოს ურთიერთობები განიხილეს.


“საუბარი ასევე შეეხო ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური კონფლიქტების მოგვარების თემატიკას, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოში აფხაზეთის საკითხის განხილვას“, – იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.


შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ასევე აშშ–ს ელჩმა რუსეთში უილიამ ბერნსმა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version