ოპოზიციამ შესაძლოა თბილისის მერად საერთო კანდიდატი წარადგინოს

კონსერვატორული პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა მოუწოდა ყველა ოპოზიციურ პარტიას შეთანხმდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე, რომელიც მმართველი პარტიის კანდიდატურას, მოქმედ მერს გიგი უგულავას გაუწევს წინააღმდეგობას შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.


კობა დავითაშვილმა, ისევე როგორც ოპოზიციური პარტია საქართველოს გზის ლიდერმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე ღიად განაცხადეს თბილისის მერობის სურვილის შესახებ.


“ახლა არ არის იმის დრო, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა ერთმანეთთან ბრძოლაზე დახარჯონ დრო. მე მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას დავჯდეთ ერთად და გადავწყვიტოით ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის საკითხი. ასეთ შემთხვევაში გამარჯვების თითქმით გარანტირებული შანსი გვექნება“, – განუცხადა დღეს ტელეკომპანია “იმედს“ კობა დავითაშვილმა.


ოპოზიცია ასევე აცხადებს, რომ თბილისის მოქმედ მერს არ განიხილავს, როგორც სერიოზულ კონკურენტს. 
 
“უგულავას მთავარი პრობლემაა, რომ ის არის იმ ჯგუფის ნაწილი, რომელიც არ ამართლებს დღეს საქართველოში“, – განაცხადა 1 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა.

Exit mobile version