კარასინი: ბაღაფშს დსთ–ში გაწევრიანებაზე განცხადების გაკეთების უფლება აქვს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს სრული უფლება აქვს განაცხადოს დსთ–ში ამ რეგიონის გაწევრიანების თაობაზე. 


“ნებისმიერ ადამიანს, სახელმწიფოს თუ მსგავსი წარმონაქმნის ლიდერს უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი შეხედულებები და გეგმები და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის“, – იუწყება დღეს “ინტერფაქსი“ კარასინის სიტყვებზე დაყრდნობით.


სერგეი ბაღაფშმა 4 მაისს განაცხადა, რომ თვითგამოცხადებული აფხაზეთის დსთ–ში გაწევრიანების საკითხს წლის ბოლომდე დააყენებს.

Exit mobile version