დღეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჰეიდი ტალიავინს შეხვდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების არსებული მოლაპარაკებების მექანიზმის აქტიურად ამოქმედების პერსპექტივა.
მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს გაეროს დამკვირვებელთა მისიისა და აფხაზეთში განლაგებული დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების თანამშრომლობის მნიშვნელობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)