რუსეთი კოსოვოს პრეცედენტის უნივერსალურობაზე საუბრობს

რუსულ გაზეთ “ნოვიე იზვესტია“ -სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა რუსეთის პოზიცია, რომ კოსოვოს პრეცედენტის გამოყენება სხვა კონფლიქტების შემთხვევაშიც შესაძლებელია.


“ჩვენ არ ვიზიარებთ იმ პირების მიერ წაყენებულ არგუმენტებს, რომლებიც აცხადებენ კოსოვოს საკითხის შესაძლო მოგვარების ე.წ. უალტერნატივო და უნიკალურ ხასიათზე… ბუნებრივია, საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილება კოსოვოს თაობაზე უნივერსალური პრეცედენტი ექნება საერთაშორისო თვალსაზრისით სხვა თვითგამოცხადებული, მაგრამ ფუნქციონირებადი დე ფაქტო სახელწმიფოს მსგვავსი წარმონაქმნებისთვის“, – განაცხადა კარასინმა.  

Exit mobile version