ბურჯანაძე: საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ნატოში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 25 მარტს განაცხადა, რომ მის ოფიციალურ ვიზიტს საფრანგეთში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა “პირველად“ გააჟღერეს “მტკიცე მხარდაჭერა“ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ.


„მე მქონდა შეხვედრები საფრანგეთის პარლამენტში, საგარეო საქმეთა სამინისტროში და პირველად გაცხადდა საჯაროდ, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ნატოში… მეორე მხრივ, ასევე აღინიშნა, რომ საფრანგეთი დადებითად გამოიყენებს თავის პოზიტიურ ურთიერთობებს რუსეთთან, რათა დაგვეხმაროს კონფლიქტის მოგვარების საკითხებში“, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს.  


პარლამენტის თავმჯდომარის ერთკვირიანი ვიზიტი საფრანგეთში 24 მარტს დასრულდა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version