მოსკოვში ვიზიტად მყოფი ქართველი პარლამენტარები “ნაციონალური მოძრაობიდან“ 20 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდნენ.
“რუსულ-ქართული ურთეირთობების ამჟამინდელი მდგომარეობის განხილვის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ [ურთიერთობების] ახლანდელი დონე არ შეესაბამება რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრული და მეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შეტყობინებაში.
ქართველ პარლამენტართა დელეგაცია ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით მოსკოვში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.