გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ალექსანდრე კიკნაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც საყვედური მიიღო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მოულოდნელი შემოწმების შემდეგ, იტყობინება ქართული მედია 19 ოქტომბერს.


კიკნაძემ დაადასტურა ინფორმაცია მისი გათავისუფლების თაობაზე. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისი თქმით, კიკნაძე  გარკვეული დისციპლინარული დარღვევების გამო დაისაჯა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version