სერგეი ივანოვი: სამშვიდობოების გაყვანა თბილისთან ერთად სოხუმმა და ცხინვალმაც უნდა მოითხოვოს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებიდან  რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუ მსგასი ინიციატივით  არა მხოლოდ თბილისი გამოვა, არამედ სოხუმი და ცხინვალი.


29 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტი უახლოეს სესიაზე გეგმავს სამშვიდობოებზე დადგენილების მიღებას, რომლის მიხედვითაც თუ დათქმულ ვადაში სამშვიდობოები ვერ შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს, ისინი დატოვებენ საქართველოს კონფლიქტის ზონებს.


“სამშვიდობოები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმყოფებიან შესაბამისი მანდატით, რომელიც გასცა ორმა მხარემ  – შესაბამისად აფხაზეთმა და საქართველომ და ასევე სამხრეთ ოსეთმა და საქართველომ. იმისთვის, რომ იქ სამშვიდობოები აღარ იყვნენ, როგორც მინიმუმ, საჭიროა ორივე მხარის თანხმობა“, – იუწყება 30 სექტემბერს “ინტერფაქსი“ სერგეი ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


სოხუმმა და ცხინვალმა უკვე დააფიქსირეს საკუტთარი პოზიცია, რომ წინააღმდეგნი არიან სამშვიდობოების კონფლიქტის ზონებიდან გაყვანის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version