ზურაბიშვილი ბრიუსელში ერაყის საკითხებზე დაგეგმილ კონფერენციას დაესწრება

22 ივნისს ბრიუსელში, ერაყის გარდამავალი მთავრობის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ინიციატივით საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, 80-მდე სახელმწიფოს დელეგაციის მონაწილეობით ერაყის საკითხებზე გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი.


დაგეგმილია ზურაბიშვილის ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ხავიერ სოლანასთან და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯექ სთროუსთან.


კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, ლუქსემბურგის (ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა 1 ივლისამდე) საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version