დავით უსუფაშვილი და გია ნოდია. |
გია ნოდია მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელია. დავით უსუფაშვილი, იურიდიული ექსპერტი და სამოქალაქო საზოგადოების ერთ–ერთი ლიდერი, ამ ზაფხულს ოპოზიციური “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი გახდება.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მეგობრების სახელობის ჯილდოს სამივე მფლობელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებმა შეარჩიეს.
ორდღიანი ფორუმი, რომლის დროსაც მოეწყო გამოფენები, დისკუსიები და საინფორმაციო პრეზენტაციები საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, “სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის” (CAP) მიერ იყო ორგანიზებული. “სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამას” ერთობლივად ახორციელებენ საერთაშორისო ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვები” და ექვსი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიცია, რომლის მიზანიცაა მოქალაქეთა და მათი ინტერესების ხელშეწყობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)