საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყირგიზეთში ვიზიტამდე შეხვედრა გამართეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ტარასიუკი 31 მარტს დილით თბილისში თავის ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრა ყირგიზეთში 31 მარტს დაგეგმილ ვიზიტამდე შედგა.


შეხვედრის შემდეგ ტარასიუკმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის და ყირგიზეთში დაგეგმილი ვიზიტის საკითხები განიხილეს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყირგიზეთში სტაბილურობა და  დემოკრატია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად ყაზახეთში იმყოფება, 29 მარტს თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ „საქართველოს ფაქტორმა კატალიზატორის როლი“ შეასრულა ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version