თბილისი უარყოფს საზღვაო ინციდენტს აფხაზეთში

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა 16 უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს აფხაზეთის სასაზღვრო ძალებმა არ მისცეს საქართველოს სანაპირო დაცვას საშუალება დაეკავებინა თურქული თევზსაჭერი გემი 15 მარტს.


აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა სულთან სოსნალიევმა განაცხადა, რომ საქართველოს სანაპირო დაცვის გემებმა მას შემდეგ დაიხიეს უკან, რაც აფხაზურმა არტილერიამ მათ ცეცხლი გაუხსნა. სოსნალიევის თქმით, ინციდენტი ეშერას მახლობლად მოსკოვის დროით 22:30 საათზე მოხდა .

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version