ედუარდ კოკოითი მოსკოვში იმყოფება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, რომელიც მოსკოვში იმყოფება, დღეს რუსეთის სათათბიროში ფრაქცია “როდინას”  წევრებს შეხვდა, სადაც მან განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთი არ კარგავს რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების იმედს”.
 
“სამხრეთ ოსეთში თვლიან, რომ არსებობს ყველა საფუძველი – ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი ამ საკითხის დადებითად მოსაგვარებლად“, აცხადებს 8 დეკემბერს ე.წ სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭვდის კომიტეტი ედუარდ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.
 
“ეს [რუსეთის] მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების გამყარების კუთხით“, დასძენს კოკოითი.
 
კოკოითმა ხაზი გაუსვა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების “დადებით” როლს, თუმცა მან უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში ქართულ მხარესთან “საომარი მოქმედებების განახლება” არ გამორიცხა.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version