აფხაზეთის ოპოზიცია უარს აცხადებს კრიზისის დასაძლევად რუსეთს გაურიგეს

აფხაზეთის ოპოზიციამ უარი განაცხადა მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ გარიგებაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი მხარს დაუჭერდა ოპოზიციის კანდიდატს, არჩეულ პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს, თუ ეს უკანასკნელი ნოდარ ხაშბას თვითგამოცხადებული რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშნავდა. ამ ინფორმაციას ქართული საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესი“ 22 ოქტომბერს ავრცელებს.


ნოდარ ხაშბა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ პრემიერ-მინისტრად 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების თანმდევი კრიზისის შემდეგ დანიშნა. მანამდე ხაშბა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს საინვესტიციო განყოფილების უფროსის მოადგილე იყო.


“ინტერპრესი“ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლეონიდ ლაკერბაიას სიტყვებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის ეს გარიგება აფხაზეთში კრიზისის მოგვარებისკენ იყო მიმართული.


ამავდროულად, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას სარჩელს განიხილავს. ხაჯიმბა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) იმ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს, რომლის თანახმადაც სერგეი ბაღაფში ხმების 50.08%-ით არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადდა.


თვითგამოცხადებული აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად, უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება 23 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს.  

Exit mobile version